Header Ads

ანა ურუშაძის „საშიში დედა“ 2 რჩეულ ევროპულ ფილმს შორის მოხვდა

კადრი ფილმიდან საშიში დედა

ანა ურუშაძის 'საშიში დედა' FIPRESCI-ს ევროპული კინოკრიტიკოსების ასოციაციის 12 რჩეულ ევროპულ ფილმს შორის მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს.

FIPRESCI-ს წევრებს რჩეული ფილმების გამოვლენა, სანამ ევროპული ოსკარის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ევროპულმა კინოაკადემიამ სთხოვა. ქართველი დებიუტანტი რეჟისორის ფილმი ჟან-ლუკ გოდარის, პაველ პავლიკოვსკის და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად მოხვდა.

ივნისის დასაწყისში ანა ურუშაძე 10 რჩეულ ევროპელ ქალ რეჟისორს შორის დასახელდა. 'საშიში დედა' ასევე ნაჩვენები იქნება 2-19 აგვისტოს მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.