ბერლინის აეროპორტში ვიბრატორი ხელნაკეთ ბომბში აერიათ 💣😲

ბერლინის შენეფელდის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი უსაფრთოების ზომებით გამოწვეული შემოწმება იყო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
აეროპორტში განგაში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უსაფრთხოების თანამშრომლებს ჩემოდანში არსებული სექს სათამაშო ხელნაკეთი ბომბი ეგონათ.
მომხდარის გამო შენეფელდის აეროპორტის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ტერმინალი ერთი საათის განმავლობაში ნაწილობრივ დაკეტილი იყო.
როგორც ვიბრატორის მფლობელმა ენ სამერსმა განმარტა ნივთი მან და მისმა მეგობარმა გოგომ ორი კვირის წინ გამოიწერეს.
წყარო