Header Ads

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთს 2:1 მოუგო

ფეხბურთი

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ფინეთს დაუპირისპირდა. ქალაქ სეინაიოკის „ომასპ სტადიონზე“ გამართული შეხვედრა ნელ ტემპში წარიმართა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს. მეორე ნახევარში ფინელებს სხვაობის გაზრდის შანსი ჰქონდათ, თუმცა ქართველთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ლუკა გუგეშაშვილმა მოიგერია.

73-ე წუთზე გიორგი კოხრეიძის მიმართ უხეში თამაშისთვის მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბექა მიქელთაძემ ზუსტად გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. 86-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა მაჭარაშვილის ნაცვლად მოედანზე ირაკლი ბუღრიძე შეიყვანა.

სწორედ ბუღრიძის გოლმა მოუტანა ქართველებს გამარჯვება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამ გამარჯვებით ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ევროპის ჩემპონატის საკალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს საქართველო ახალგაზრდული ნაკრები 16 ოქტომბერს სტუმრად პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.