ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივეს

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მესამედ გახანგრძლივდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კენჭი დღეს ეგვიპტის პარლამენტმა უყარა. ამისთვის კანონმდებლებმა 7-დღიანი კონსტიტუციური ვადით ისარგებლეს. საგანგებო მდგომარეობის ათვლა 15 ოქტომბრიდან დაიწყო.
ეგვიპტის პრემიერმინისტრის განცხადებით, საჯარო თავისუფლების დაცვა ეროვნული უსაფრთხოების დაბალანსებით არის შესაძლებელი.
ეგვიპტეში მეორედ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს მიიღეს.
ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა 2017 წლის აპრილში, ორ სალოცავზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გამოაცხადეს. მაშინ სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
წყარო