Header Ads

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნების ოთხი დამკვირვებლის ცხედარი იპოვეს

არჩევნები ავღანეთში

ავღანეთში, 20 ოქტომბერს ბალხის პროვინციიდან გატაცებული არჩევნების ოთხი დამკვირვებელის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

მათი ცხედრები პროვინციის ცენტრალურ ქალაქ მაზარი-შარიფში იპოვეს. მათ გატაცებასა და მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

დამკვირვებლები შაბათს ავღანეთის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ. არჩევნებმა ქაბულსა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აფეთქებებისა და თავდასხმების ფონზე ჩაიარა. ჯამში ავღანეთში 20 ოქტომბერს 190-ზე მეტი შეიარაღებული თავდასხმა დაფიქსირდა, დაიღუპა 40-ზე მეტი და დაშავდა 240-მდე ადამიანი.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.