აკაკი ასათიანმა კახა კუკავას სასარგებლოდ არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა

„ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვახტანგ გაბუნიამ განაცხადეს, რომ ისინი ხსნიან საკუთარ კანდიდატურას და არჩევნებში მხარს კახა კუკავას უჭერენ. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
მათივე თქმით, არჩევნების შემდეგ ეროვნული, ტრადიციული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით დაგეგმილია კოალიციის შექმნა.
რამდენიმე დღით წინ კუკავას მხარდაჭერა გამოუცხადა აგრეთვე „ხალხის პარტიის“ ლიდერმა, ალექსი კობაიძემაც.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო