ფრანგ მოზარდს მასწავლებლისთვის სათამაშო იარაღის დამიზნების გამო ასამართლებენ

საფრანგეთში განიხილავენ მოზარდის საქმეს, რომელმაც მასწავლებელს სათამაშო იარაღი დაუმიზნა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის გამოც მას ბრალი დაუმძიმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
15 წლის მოზარდის თქმით, ეს ხუმრობა იყო და თან არ იცოდა, რომ მას უღებდნენ. მასწავლებელმა იარაღის დამიზნების გამო მოზარდს გასულ კვირას უჩივლა.
ვიდეოში მოზარდი მასწავლებელს თავში სათამაშო იარაღს უმიზნებს, რომელიც მერხთან ზის. მოსწავლე მასწავლებელს უყვირის, რომ სკოლის აღრიცხვის ჟურნალში მისი დასწრება მონიშნოს, თუმცა მასწავლებელი ლეპტოპზე მუშაობას აგრძელებს.
VIDEO - 'Tu me mets présent.' À Créteil, un lycéen menace sa prof avec une arme https://t.co/6OLuiPgjOi pic.twitter.com/RXTcIlTNRT
— BFMTV (@BFMTV) October 21, 2018
მომხდარი ფაქტო საფრანგეთის შს მინისტრმა დაგმო და განაცხადა, რომ სკოლა რესპუბლიკის აკვანია, სადაც 'რესპუბლიკის პატივისცემას ვსწავლობთ'.
წყარო