Header Ads

ზურა ჯაფარიძე: რამდენჯერაც გამოსცემენ ჯარში გაწვევაზე დადგენილებას, იმდენჯერ გავაუქმებ

ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, გამარჯვების შემთხვევაში, სავალდებულო გაწვევის შესახებ მთავრობის 12 დადგენილების გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ განაცხადა. მისი განმარტებით, ჯარი პრეზიდენტის უშუალო კომპეტენციაა და მას შეუძლია გააუქმოს მთავრობის დადგენილება.

შესაბამისად, რაკი სავალდებულო გაწვევა წელიწადში ორჯერ ცხადდება, ის აპირებს იმდენჯერ გააუქმოს მთავრობის დადგენილება ამის შესახებ, რამდენჯერაც გამოსცემენ, რადგან მიიჩნევს, რომ როდესაც ადამიანს არ უნდა ჯარში წასვლა და მას აიძულებენ, ეს მონური მოპყრობაა.

„ექვსი წელი გავაუქმებ და ექვსი წლის შემდეგ ალბათ თვითონვე მიხვდებიან, რომ გასაუქმებელია“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.