Header Ads

ჩინეთში კაცს თავში ლურსმანი უპოვეს, მან კი ამის შესახებ არაფერი იცოდა

ლურსმანი

43 წლისკაცს, რომელიც ჩინეთში ხუბეის პროვინციაში ცემენტის ქარხანაში მუშაობდა, თავში ლურსმანი უპოვეს. კაცს მთელი კვირის განმავლობაში თავი სტკიოდა, ექიმმა ის გასინჯა და კომპიუერული ტომოგრაფიის გადაღება ურჩია. შედეგმა ექიმებიც კი განაცვიფრა, კაცს თავში 48 მილიმეტრის სიგრძის ლურსმანი აღმოუჩინეს. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

„ვერაფრით ვიხსენებ როგორ მოხვდა ჩემს თავში ლურსმანი. მე ქარხანაში ვიდეოთვალს ვაკვირდები და ჩემი სამსახური ლურსმნებთან კავშირში არაა“, - ამბობს პაციენტი.

ექიმები თავიდან ლურსმნის ამოღებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.