რა სასარგებლო და საზიანო თვისებები აქვს საღეჭ რეზინს

გადაცემა „ექიმებში“ სპეციალისტებმა საღეჭი რეზინის სასარგებლო და საზიანო თვისებებზე ისაუბრეს.
სპეციალისტების განმარტებით, საღეჭი რეზინს სასარგებლო თვისებებიც აქვს. სწორედ ამიტომ, ის მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს აფთიაქებშიც იყიდება.
გარდა იმისა, რომ საკვების მიღების შემდეგ ასუფთავებს კბილებს. ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას და უშაქრო საღეჭი რეზინი კბილებს იცავს კარიესისგან.
საღეჭი რეზინი აძლიერებს და ავითარებს ისეთ კოგნიტურ უნარებს, როგორიცაა, მოკლევადიანი, ანუ ეპიზოდური მეხსიერება და შეგრძნებების მკაფიო აღქმა. თუმცა, არანაიარად არ აუმჯობესებს ვერბალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს და კოგნიტური უნარები კევის ღეჭვიდან 20 წუთში ისევ ქვეითდება.
სპეციალისტები ასევე განმარტავენ, რომ საღეჭი რეზინის ერთ-ერთი საზიანო თვისება ორგანიზმში აირების დაგროვებაა. რადგან ღეჭვის დროს კუჭში ჩადის დიდი რაოდენობით ჰაერი. ამის გამო იწვევს კუჭის შებერილობის შეგრძნებას.
საღეჭი რეზინი შედგება სინთეთიკური და ბუნებრივი პოლიმიური ნივთირებებისგან და ის გადაყლაპვის შემთხვევაში კუჭში ისევე ნარჩუნდება, როგორც პირის ღღუში. რადგან საღეჭი რეზინი არ იშლება ნაწილაკებად. ვერც ნერწყვში არსებული ფერმენტი და ვერც კუჭის წვენი მას რეალურად ვერ შლის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ის კუჭში დარჩება და მიეწებება. ის გადავა საჭმლის მომნელებენ ტრაქტში და ამ სისტემის გავლის შემდეგ გამოიდევნება ორგანიზმიდან.
ამასთან, ექიმი საღეჭი რეზინის მოყვარულებს აფრთხილებს, რომ ეს ინფრომაცია სულაც არ ნიშნავს, რომ ბევრი საღეჭი რეზინი გადაყლაპონ.
გარდა ამისა, ექიმებმა გაავრცელეს რეკომენდაცია, რომელიც საღეჭი რეზინის ღეჭვის დროს უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა.
კერძოდ, მოერიდონ საღეჭი რეზინის პირის წკლაპუნით ღეჭვას, საღეღი რეზინის ხშირად „გაბერვა“ პირის ღრუში არასასურველი მიკრობების მოხვედრას უწყობს ხელს, არავის გაუზიარონ გამოყენებული საღეჭი რეზინი , არ დააგდონ ქუჩაში რადგან, ნიადაგში მოხვედრის შემდეგ საღეჭი რეზინის გადამუსავებას 70 წელი სჭირდება, ისევე როგორც პოლიეტილენის პარკის შემთხვევაში.
წყარო