დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მას სასჯელის სახედ და ზომად 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
'სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს ნ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედის - ლ.გ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც ხელებით და ფეხებით სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ნ.გ. 2018 წლის 31 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა',-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო