Header Ads

"1+4 საგანმანათლებლო პროგრამის" მონაწილეებს სტაჟირების გავლას სთავაზობენ

'1+4 საგანმანათლებლო პროგრამის' მონაწილეებს, სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა საჯარო სამსახურებში, ექვსთვიანი სტაჟირების გავლას სთავაზობენ.

სახელომწიფოს შეთავაზების პრეზენტაცია, სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი ელისო ლომიძე გაუძღვა.



შეხვედრა 1+4 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით მოსარგებლე სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების დასაქმება და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.



პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება და ეს უკვე მეორე მიღებაა. ვფიქრობთ, ეს ეთნიკური უმცირესობისთვის საზოგადოებაში სრული ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა', ამბობს ელისო ლომიძე, სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი.



სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა განაცხადის ფორმა 22 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ. პროგრამა 'ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით' (1+4 პროგრამით) მოსარგებლე 500 სტუდენტზეა გათვლილი.



'1+4 საგანმანათლებლო პროგრამა' არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი. აბიტურიენტები ერთი წლის განმავლობაში, უნივერსიტეტში ქართულ ენას ეუფლებიან, შემდეგ კი სწავლას სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. პროგრამის მიზანი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.