"თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, საქართველოდან წავალ!"- ნიკა გვარამია

'არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ცხოვრების სურვილი, რადგან საქართველო რუსეთის პროვინცია იქნება და მირჩევნია, სხვაგან ავაშენო ჩემი და ჩემი შვილების მომავალი.
გვითხრან, რომ გაყიდული აქვთ არჩევნები და დავოკდებით. მე წავალ ბედნიერად ამ ქვეყნიდან, რადგან არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ცხოვრების სურვილი, რადგან რუსეთის პროვინცია იქნება საქართველო. სალომე ზურაბიშვილი თუ წააგებს, დაველოდები ნებისმიერს.
თქვენ არ გესმით, რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა. ხომ არ ვიძახი, კახი კალაძე რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, წავიდოდი ქვეყნიდან, თუმცა მთელი გულით არ დავუჭერდი მას მხარს, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის დასასრული. ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობაზეც არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის დასასრული და მეორედ მოსვლა. ახლა უკვე ვიტყოდი, რადგან პრორუსული გავლენები გამოიკვეთა. ეკა ბესელია, რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, შენ გგონია, ვიტყოდი, რომ თავს მოვიკლავ? არ გავჩერდები აქ.
საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომლის წიგნიც წარდგენილი იქნება საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხე. მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს საქართველოში, თუ იქნება ის პრეზიდენტი.'-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
წყარო