ცხვრის ფარამ მადრიდის ცენტრის პარალიზება გამოიწვია

მადრიდის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა დღეს შეფერხებული იყო, ამის მიზეზი კი ცხვრები იყვნენ, რომლებიც ქალაქის ცენტრში გადაადგილდებოდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
უკვე 26 წელია მადრიდის ცენტრში, წელიწადში ერთხელ ცხვრებს იმ მარშრუტის 'გამოყენების უფლება' ეძლევათ, რომლითაც უძველესად, შემოდგომას მწყემსები მათ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ რეკდნენ.
ასობით ცხვრის გადაადგილების სანახავად ქალაქში ათობით ათასი ტურისტი და ადგილობრივი გამოვიდა. ცხვრები ქალაქის ცენტრში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მოძრაობდნენ.
2000 sheep on the streets of Madrid as part of the sheeples vote! #sheeplesvote #Madrid pic.twitter.com/86UF8R7fGT
— Emily B Scialom (@emilybsci1) October 21, 2018წყარო