მეგან მარკლის საყვარელი ფეხსაცმლის ტარება აუკრძალეს

ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ მეგანს თავისი საყვარელი ღია ფეხსაცმელების ნაცვლად უკვე დახურული, შავი ფეხსაცმელები ეცვა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაქორწინებამდე მეგანი ამბობდა, რომ მისი საყვარელი ყოველდღიური ტანსაცმელი ჯინსის შორტები და ღია სანდლები იყო.
სამეფო კარის ეთიკის ექსპერტი უილიამ ჰანსონის თქმით, ღია ფეხსაცმელი სამეფო ოჯახის წევრებისთვის მიუღებელია. ფეხსაცმელები, რომლებიდანაც ფეხის თითები ჩანს, არაფორმალურად ითვლება და ის სამეფო ოჯახში ოფიციალური მიღებებისთვის არ დაიშვება, - განმარტავს ექსპერტი.
წყარო