რასთან შეიძლება გქონდეთ საქმე თუ ყოფილი პარტნიორი მეგობრობას გთავაზობთ

რა თქმა უნდა, სიყვარული, როგორც ასეთი, მშვენიერი რამ არის - როცა ვუყვარვართ და გვიყვარს, გვინდა, რომ მასთან ერთად ბედნიერი ვიყოთ ძალიან დიდხანს. თუმცა ზოგჯერ იმედგაცრუებული და მოტყუებული ვრჩებით.
რამდენად შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას 'ყოფილმა', რომელმაც მეგობრობა შემოგვთავაზა? ანდაც თქვენ რამდენად ხართ მზად მიიღოთ იმ ადამიანის მეგობრობა, რომელსაც იცით, რომ უყვარხართ? და საერთოდ, ნორმალურია თუ არა ყოფილ პარტნიორთან მეგობრობა?
როგორც ბოლო კვლევამ აჩვენა, ძირითად შემთხვევაში, ყოფილი პარტნიორი, რომელიც მეგობრობას გთავაზობთ, შესაძლოა ფსიქოპათი იყოს.
კვლევა ოკლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, მასში 861 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა წარსული ურთიერთობების გამოცდილებაც გაანალიზეს.
კვლევის მონაწილეებს პასუხები უნდა გაეცათ მათი მიმდინარე თუ წარსული ურთიერთობების შესახებ კითხვარისთვის. კვლევის ბოლოს კი მონაწილეებს, მათი ნარცისიზმის და ფსიქოპათიური გამოვლინებების გასარკვევად დამატებითი კითხვარი შეავსებინეს.
შედეგად გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ფსიქოპატებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდათ, ყოფილ პატრნიორებთან მეგობრული ურთერთობების შენარჩუნებას ცდილობდნენ.
კვლევის თანახმად, ფსიქოპათები მიდრეკილი არიან 'ყოფილთან' ე.წ. მეგობრობის შენარჩუნებისკენ იმ იმედით, რომ მომავალში ისინი ინფორმაციას, ფულს ან სექსს მიიღებენ სანაცვლოდ. თუმცა ფსიქოპათების უმრავლესობას განსაკუთრებით ერთი შიში აერთიანებთ - მათ ეშინიათ, რომ ყოფილი პარტნიორი სხვასთან დაიწყებს ურთიერთობას.
საბოლოოდ, კვლევის ავტორები წყვილებს ურჩევენ, რომ დაშორების შემდეგ მეგობრებად არ დარჩნენ.
წყარო