Header Ads

ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სამართალი

ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარემ სასამართლოს მათი პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა.

შეგახსენებთ, რომბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცების ბრალდებით სამართალდამცავებმა თბილისსა და წყალტუბოში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 10 პირი დააკავეს.

ათიდან 5 დაკავებული, მათ შორის, ერთი ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს.

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, 2 დღის წინ, აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, გიორგი დეკანოიძე, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და გამოსასყიდის სახით 3 მილიონი ლარი მოითხოვეს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.