Header Ads

„იმედის კვირის“ რეპორტაჟი ADAMI მედიის...

იმედის კვირის“ რეპორტაჟი ADAMI მედიის პრიზის ნომინანტია. სიუჟეტი ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი არამხატვრული ფილმების ნომინაციაში მოხვდა. ამ ჯილდოზე სამი რეპორტაჟია წარდგენილი. გამარჯვებული კიშინოვში, ნოემბრის ბოლოს დასახელდება. 

ნომინაციაზე წარდგენილი რეპორტაჟი მაყურებელს ერთ ჭერქვეშ ორი რელიგიის თანაარსებობაზე უამბობდა, თუ როგორ ცხოვრობენ მთიანი აჭარის ერთ ოჯახში იმამი მამა და ქრისტიანი შვილი.  

სიუჟეტი, რომლის ავტორები ქეთევან ბრაჭული და გიორგი ძოწენიძე არიან, „იმედის კვირის“ სააღდგომო ეთერში 2018 წლის 8 აპრილს გავიდა. 

ADAMI Media prize 2018-ის საერთაშორისო კონკურსზე  ექვს ნომინაციაში 20 ავტორი მედიასპეციალისტებით, ჟურნალისტებისა და ყოფილი დიპლომატით დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.

ყველა ნომინანტი მიწვეულია გალა დაჯილდოებაზე კიშინიოვში, სადაც 29 ნოემბერს, გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიება, რომელიც მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის ადრიან კანდუს პატრონაჟით ტარდება, პირადაპირ ეთერში გადაიცემა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

„ADAMI მედიის პრიზი აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული მრავალფეროვნებისთვის -2018“ განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროგრამებისთვის, რომლებიც ეხება მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების საკითხებს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.