Header Ads

ნასტურცია - უნიკალური მცენარე, რომელიც თირკმელების დავადებას და უამრავმძიმე სენს კურნავს



ნასტურციას წარმატებით იყენებენ ხალხურ მედიცინაში შარდსასქესო სისტემის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, ფილტვების, ბრონქების, ათეროსკლეროზის და გულის დაავადებების დროს.

ამის გარდა ნასტურცია არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის და ჰორმონალურ პროცესებს, გამოიყენება ქალის და მამაკაცის კლიმაქსის დროს. ის შეიცავს უამრავ ვიტამინებს, ბუნებრივ ანტიბიოტიკებს, კაროტინს, იოდს, კალიუმს, ფოსფორს და გოგირდს. ნასტურციას ფოთლები და ყვავილები ხსნიან დეპრესიას და გაღიზიანებას.

1.ნასტურციას ნაყენი:

1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს და ყვავილებს დაასხით 150 მლ არაყი. დადგით დასაყენებლად ბნელ ადგილას 14 დღით, პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 20-20 წვეთი 3-ჯერ დღეში. კურსი - 1 თვე.

რძიანას, სტომატიტის და ანგინის დროს 1 ჩ.კ. ნაყენი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და ხსნარით გამოივლეთ პირის ღრუ დღეში 3-ჯერ.

2.თმის ცვენის საწინააღმდეგო და ზრდის სტიმულაციისთვის

10-10 ც. ნასტურციას და ჭინჭრის ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებულ მასას დაასხით 0,5 მლ არაყი. დადგით დასაყენებლად ბნელ ადგილას 15 დღით, პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში დღეგამოშვებით. გამოყენებიდან ერთ კვირაში შეამჩნევთ შედეგს.

კულინარიაში ეს მცენარე უბრალოდ შეუცვლელია. საკვებად იყენებენ ნასტურციას ახალ ფოთლებს, ყვავილის კვირტებს და დასამწიფებელ მწვანე თესლებს. ისინი განსხვავდებიან სასიამოვნო ცხარე გემოთი და მათ იყენებენ სანელებლების სახით სალათებთან და ხორცის კერძებთან.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.