შემზარავი ფაქტი თიანეთში -შვილის მკვლელობისთვის, მამა დააკავეს
თიანეთში 17 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მისივე მამა დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დღეს საღამოს თიანეთში მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გყულისხხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.