ახალი დეტალები თიანეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ - რატომ გაიმეტა მამამ შვილი
თიანეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 17 წლის ბიჭის მკვლელობაში დაკავებულის მამა ვ.ა. შეურაცხადია. ამის შესახებ ინფორმაციას "თაიმერი" ავრცელებს.
"თაიმერის" წყაროს ცნობით, მკვლელობამდე, მამასა და შვილს კონფლიქტი ჰქონდათ. ბრალდებულმა მოზარდს ყელში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართავდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ბრალდებული სამართავდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.