სააკაშვილი პოროშენკოს შერიგებას სთავაზობს - www.saintereso.tk
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შერიგებას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი 1+1 წერს.
მანამდე სააკაშვილმა პოროშენკოსთან შეთანხმების მიღწევაზე ილაპარაკა. სააკაშვილის გუნდში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან "ამის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენთვის შერიგება მოხდება მაშინ, როდესაც შესრულდეაბა მოთხოვნები: ანტიკორუფციული სასამართლოს ჩამოყალიბება, გენპროკურორის გათავისუფლება და იმპიჩმენტის კანონი", - განაცხადა სააკაშვილის მოძრაობის წარმომადგენელმა იური დერევიანკომ.
ოდესის ყოფილ გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.
კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები არ აპირებენ უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქის დაშლას.