Header Ads

გოჭების ლომბარდთან დაკავშირებით სოფლის რწმუნებული განმარტებას აკეთებს -www.saintereso.tk



სოციალურ ქსელში გავრცელებული სარკაზმული ფოტო და ინფორმაცია, გოჭების ლომბარდის შესახებ, რომელიც თითქოსდა, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში ფუნქციონირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.



სოფელ ვარძიის რწმუნებულ, მზექალა გლუნჩაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო თავადაც ნახა. ის ამბობს, რომ ფოტოზე ასახული ქალბატონი, რომელიც გოჭებს სასწორზე წონის, სოფელ ვარძიაში არ ცხოვრობს.

"ვიღაცამ ალბათ იხუმრა და “შაყირობს”. მეც ვნახე ეგ ფოტო. არ მეგონა, ასეთ ყურადღებას თუ მიაქცევდა ვინმე. სოფელში არც "ჟენია“ გვყავს და არც "ჟენიას ლომბარდი“ გვაქვს. მეტი ვერაფერი ნახეს? ვიღაცა “ღადაობს” ალბათ და სოფელს დასცინის. ვიღაცას მეტი ჭკუა არ ეყო? ვარძია სულ სხვა ღირებულებების სოფელია. იცით, რომელი საუკუნის ეკლესიაა ამ სოფელში?! ალბათ ფოტოშოპია, ჩვენ სოფელს კი არა, მიშას ისეთ ფოტოებს უკეთებენ და ეგ ფოტო გაგიკვირდათ?!” – აცხადებს სოფლის რწმუნებული მზექალა გლუნჩაძე.

ფოტო სოციალურ ქსელში ვინმე დათო ჩადუნელმა გაავრცელა. სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ სოფელ ვარძიაში არც დავით ჩადუნელი ცხოვრობს.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.