Header Ads

საუდის არაბეთში ამ დრომდე არ იციან, სად არის მოკლული ჟურნალისტის ცხედარი

ჯამალ ჰაშაღი

ჟურნალიტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს, შეცდომა დაუშვეს და ამის დამალვას შეეცადნენ- ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

ადელ ალ-ჯუბეირის თქმით, მან არ იცის ზუსტად სად მოკლეს ჟურნალისტი და სად არის მისი ცხედარი. მინისტრის განმარტებით, მკვლელების ქმედებები საუდის არაბეთის პრინცთან შეთანხმებული არ ყოფილა. „ამის შესახებ დაზვერვის ხელმძღვანელობამაც არ იცოდა. ეს არასანქცირებული ოპერაცია იყო'- აღნიშნა ალ-ჯუბეირმა.

ცნობილია, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის  მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთის ვერსიით უკმაყოფილოა. ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებთან ამ თემაზე საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. პრეზიდენტის განმარტებით, რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. 

მანამდე საუდის არაბეთმა ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად აღიარა. მომხდართან დაკავშირებით 18 ადამიანია დაკავებული. 

საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი სტამბოლში მდებარე საკონსულოს შენობაში შევიდა, მასსა და დიპლომატიური უწყების თანამშრომლებს შორის მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ მსხვერპლით დასრულდა.

საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა. ჯამალ ჰაშაღის საქმეზე მწვავე განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონსა და ბრიუსელში. დიდი შვიდეული სამიტზე კი ევროპელმა ლიდერებმა ერ-რიადს, ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამჭირვალე და დაუყოვნებლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.