Header Ads

გაგრძელდება ე.წ. კოორდინატორებად გაფორმებული ადამიანების მოსყიდვა, იძულება, რომ მოიყვანონ ახლობლები, მეზობლები ნათესავები გოცირიძე

რომან გოცირიძე

„ქართული ოცნება“ არის უმძიმეს მდგომარეობაში,“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას  ეხმაურება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას ეხება.

ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აიძულებს, რომ სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ ხმა, „ქართული ოცნების“ რჩეულ კანდიდატს მისცენ.

„თუკი წინათ მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, დაშინებით ადვილად გამოჰყავდათ საჯარო მოხელეები, ან ბაღის სკოლის მასწავლებლები ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დღეს კატეგორიული მიუღებლობაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისა საზოგადოებაში და მათ ძალიან რცხვენიათ მისი მხარდაჭერა და ახლა ხდება იძულებითი გამოყვანა საჯარო მოხელეებისა და ძალიან ბევრი უკვე აპროტესტებს და ღიას საუბრობს ამასთან დაკავშირებით. გაგრძელდება ე.წ. კოორდინატორებად გაფორმებული ადამიანების მოსყიდვა და მათი იძულება, რომ მოიყვანონ ახლობლები, მეზობლები ნათესავები, მაგრამ ძირითადი რესურსი, ერთადერთი რესურსი არის საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც აიძულებენ სამუშაოს დაკარგვის ფასად, ხმა მისცენ,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.