Header Ads

სოფო არის წამებით მოკლული ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში რას ყვება საბერძნეთში გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მეგობარი

სა­ბერ­ძნეთ­ში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი სოფო წიკ­ლა­უ­რია, მას 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა.

სო­ფოს ერ­თა­დერ­თი სა­უ­კე­თე­სო, უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ვარ, ერ­თმა­ნე­თის­თვის დე­ბი­ვით ვი­ყა­ვით. 5 წე­ლია, ორი­ვე ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში ვართ სა­ბერ­ძნეთ­ში. სო­ფოს ჰყავს 2 თვის პა­ტა­რა ალექ­სან­დრე.

სო­ფოს გვა­რი არის შან­ში­აშ­ვი­ლი, წიკ­ლა­უ­რი დე­დის გვა­რია. დე­დის გვარ­ზე უნ­დო­და გა­დას­ვლა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წიკ­ლა­უ­რი ეწე­რა. თუმ­ცა, სა­ბუ­თე­ბით შან­ში­აშ­ვი­ლია და ცხა­დია, პო­ლი­ცი­ას, სა­კონ­სუ­ლოს ასე აქვს გა­და­ცე­მუ­ლი მისი დო­კუ­მენ­ტე­ბი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­წე­რა ისიც, რომ 2 დღის მკვდა­რია. არ არის ეს გოგო 2 დღის მკვდა­რი, ეს არა­ვის და­უდ­გე­ნია. დე­ტა­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს და სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს სა­ღა­მოს მე­ცო­დი­ნე­ბა გვე­უბ­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი.

ძი­გუა იხ­სე­ნებს, რო­გორ იპო­ვა მან და კი­დევ ორმა ადა­მი­ან­მა გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის ცხე­და­რი:

დი­ლი­დან ისე მოხ­და, რომ სოფო ვერ ვი­პო­ვე. სხვა­გან ჩემ გა­რე­შე არ მი­დი­ო­და. სამ­სა­ხუ­რი­დან მას­თან მივ­დი­ო­დი, საჭ­მე­ლი მიმ­ქონ­და ხოლ­მე და ყო­ველ­თვის ერ­თად ვჭამ­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­ლო­დე­ბო­დით ყა­ვა­ზეც ამ­ჯე­რად სახ­ლში მას­თან რომ მი­ვე­დი, კარი არა­ვინ გა­მი­ღო, ძა­ლინ ავ­ნერ­ვი­ულ­დი, მით უფრო, რომ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია, არც სმს გა­მო­უგ­ზავ­ნია, ტე­ლე­ფო­ნიც გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტეთ, კარი შეგ­ვემტვრია, ამა­ში 2 ადა­მი­ა­ნი და­მეხ­მა­რა..

კარი პო­ლი­ცი­ის გა­რე­შე შე­ვამ­ტვრი­ეთ, რად­გან სახ­ლი­დან ძაღ­ლის ყმუ­ი­ლი ის­მო­და, თან, არ ვი­ცო­დით და ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დით მსგავ­სი რამ თუ დაგ­ვხვდე­ბო­და იქ, ამას ვერ ვფიქ­რობ­დით. რომ შე­ვე­დით, ვნა­ხეთ ია­ტაკ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი სოფო, ბავ­შვი თა­ვის სა­წოლ­ში იწვა. რო­გორც პო­ლი­ცი­ამ გვი­თხრა, სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტა­რა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო პო­ლი­ცი­ამ თვით­მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხა, ანუ სა­ვა­რა­უ­დოდ, მოკ­ლუ­ლია.

სოფო ვის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სახ­ლში?

ბავ­შვთან და ძაღ­ლთან ერ­თად ცხოვ­რობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მე­უღ­ლე პა­ტი­მა­რია. ისი­ნი სა­ბერ­ძნეთ­ში და­ქორ­წინ­დნენ, მერე მისი ქმა­რი და­ი­ჭი­რეს. ქმარ­თან არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო. მისი ქმა­რიც, იქი­დან რე­კავ­და და რო­გორც მე ვე­ძებ­დი, ისიც ასე ეძებ­და მას.

ანუ სო­ფოს მე­უღ­ლე სას­ჯელს სა­ბერ­ძნეთ­ში იხ­დის?

კი.

რას საქ­მი­ა­ნობ­და სოფო ათენ­ში?

სა­ნამ გა­თხოვ­დე­ბო­და, მუ­შა­ობ­და ისე, რო­გორც მე ვმუ­შა­ობ, ალა­გებ­და ოჯახ­ში, ბავ­შვებ­თა­ნაც მუ­შა­ობ­და და ბე­ბი­ას­თა­ნაც. მერე, რო­გორც ვთქვი, და­ქორ­წინ­და, ორ­სუ­ლად იყო და ამი­ტომ აღარ საქ­მი­ა­ნობ­და. მერე უკვე პა­ტა­რა ჰყავ­და და მას უვ­ლი­და. ამ წუ­თის­თვის დრო­ე­ბით უმუ­შე­ვა­რი იყო

ერთ სახ­ლში არ ცხოვ­რობ­დით?

არა, სხვა­დას­ხვა სახ­ლებ­ში ვცხოვ­რობ­დით სოფო წარ­მო­შო­ბით მთი­უ­ლია, ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში და რო­გორც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ისიც სა­ბერ­ძნეთ­ში წა­მო­ვი­და სა­მუ­შა­ოდ.

წინა დღე­ებ­ში რო­გო­რი გან­წყო­ბა ჰქონ­და? დეპ­რე­სი­უ­ლი ხომ არ იყო, რა­ი­მე­ზე ხომ არ დარ­დობ­და ან ხომ არ ავად­მყო­ფობ­და?

არა­ნა­ი­რად. დეპ­რე­სი­უ­ლი არ ყო­ფი­ლა და რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, სო­ფოს თვით­მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხა პო­ლი­ცი­ამ და ექ­სპერ­ტმა. მათი ვერ­სი­ით, სოფო არის წა­მე­ბით მოკ­ლუ­ლი. ხე­ლე­ბი დამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და, სხე­ულ­ზე სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვე­ბი და სი­ლურ­ჯე­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ერთი მუჭა სა­კუ­თა­რი თმა ეჭი­რა ხელ­ში, ეტყო­ბა, სიმ­წრის­გან ჩა­მოგ­ლე­ჯი­ლი. ამ წუ­თის­თვის მეტი არა­ფე­რი ვიცი, მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბის სა­კი­თხში სა­კონ­სუ­ლო გვეხ­მა­რე­ბა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში ჩარ­თუ­ლია ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო.

ambebi.ge

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.