Header Ads

საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე სამი ქალის ცხედარი იპოვეს

დაღუპულები აზიური წარმოშობის არიან, იტყობინება ბერძნული მედია.

მათი სავარაუდო ასაკებია: 15-20 წელი, 18-25 წელი და 20-30 წელი.

სავარაუდოდ, დანაშაულის მოტივი ძარცვა არაა, რადგან ერთ-ერთ დაღუპულს ოქროს სამკაულები ისევ ეკეთა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში მდინარე მარიცას გადაკვეთით, 8 400-მა მიგრანტმა და თავშესაფრის მაძიებელმა სცადა საბერძნეთში გადასვლა. ეს მდინარე საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარს მიუყვება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.