Header Ads

სამი მილიონი, გოგაშვილი, ფარცხალაძე, ომეგა, ზუგდიდის მერის საქმეები ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა გამოწვევად რჩება

ფარცხალაძე-შოთაძე-გოგია

საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება ნათქვამია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს.

სამ მილიონ ლარამდე თანხის მითვისების საქმე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან, სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მიერ დიდი ოდენობით ქონების დაუფლება, ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობა თბილისის მერიასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებში, მის მიერ მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა, ზუგდიდი ყოფილი მერის, ლაშა გოგიას კორუფციული სკანდალი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვები, ​ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში არსებული შესაძლო დარღვევები და ომეგას საქმე- ეს ის გახმაურებული შემთხვევებია, რომელზეც IDFI ამახვილებს ყურადღებას.

„ელიტური კორუფციის“ შემთხვევების გამოუძიებლობა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიმართულებით და ხელახლა განიხილოს ჯერ კიდევ 2014 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ამ მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტი. ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://idfi.ge/ge/fight_against_elit_corruption_is_still_a_challenge_in_georgia

პირველი რადიო

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.