რუსეთის მოქალაქეს ამერიკის არჩევნებში ჩარევისთვის ბრალი წაუყენეს

რუსეთის 44 წლის მოქალაქეს, ელენა ხუსეიენოვას აშშ-მ 2016 და 2018 წლის არჩევნებში „ამომრჩევლებზე ზემოქმედებისთვის და აშშ-ის დემოკრატიისთვის მასშტაბურ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის“ ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული აფინანსებდა ონლაინ კამპანიის მიზანი ამერიკელ ამომრჩევლებზე ზემოქმედება იყო. სისხლის სამართლის ბრალდებაში ნათქვამია, რომ კამპანიის ფარგლებში, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია ამერიკულ არჩევნებში ჩართულ კანდიდატებზე, თუმცა, - არა რესპუბლიკელებზე.
2018 წლის ნოემბერში აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებია დაგეგმილი.
აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში კი, რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმის შესახებ გამოძიება 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო. გამოძიებას საგანგებოდ დანიშნული დამოუკიდებელი პროკურორი რობერტ მიულერი 2017 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს.
ბრალდება უარყო ამერიკელმა ლიდერმა დონალდ ტრამპმაც და განაცხადა, რომ ახალი დეტალები რუსეთსა და აშშ-ს შორის 'შეთქმულებას' არ ამტკიცებს.
16 თებერვალს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს. ბრლდებულებს შორისაა რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ადამიანად მიიჩნევენ. პრიგოჟინს უკავშირებენ 'ინტერნეტ-გამოძიებების სააგენტოს' - 'ტროლების ფაბრიკას', რომლის თანამშრომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერ კომენტარებს წერდნენ.
წყარო