გამომძიებელი: ტექდათვალიერებისას პროცედურებს კლიენტების მისაზიდად ამარტივებდნენ

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში პროცედურებს მეტი კლიენტის მისაზიდად ამარტივებდნენ, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გიორგი მეშველიანმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„საგამოძიებო სამსახურმა ტესტირების ათი ცენტრი შეამოწმა. ამ ცენტრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური დათვალიერების დადებითი ანგარიში უკანონოდ გასცეს. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები, რათა გამოიკვეთოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მძღოლებს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ. იყო სხვადასხვა დარღვევები. მაგალითად ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფარი ჰქონდა დაზიანებული, შესაბამისად, ვერ უნდა გაევლო ტექნიკური დათვალიერება, თუმცა მიუხედავად ამისა, ტექნიკური დათვალიერების ცენტრმა სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა დადებითი ანგარიში. არის შემთხვევები, რომელიც ხდება თანხის შეთავაზება და თანხის მიღებაც, თუმცა გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს, რა დანაშაულებს ჰქონდა ადგილი. ტექნიკურად ეს ცენტრები გამართულია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ანგარებას აქვს ადგილი. არის შემთხვევები, როცა სხვა ცენტრებთან კონკურენციიდან გამომდინარე ცდილობენ, რომ მეტი კლიენტი მოიზიდონ. შესაბამისად, უფრო ამარტივებენ პროცედურებს. ველოდებით ექსპერტიზებს და გამოძიება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება“, - ამბობს გამომძიებელი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე.
2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ. ან მეტია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი. თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებგვერდზე pti.ge. მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1484.
ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში პროცედურებს მეტი კლიენტის მისაზიდად ამარტივებდნენ, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გიორგი მეშველიანმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„საგამოძიებო სამსახურმა ტესტირების ათი ცენტრი შეამოწმა. ამ ცენტრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური დათვალიერების დადებითი ანგარიში უკანონოდ გასცეს. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები, რათა გამოიკვეთოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მძღოლებს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ. იყო სხვადასხვა დარღვევები. მაგალითად ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფარი ჰქონდა დაზიანებული, შესაბამისად, ვერ უნდა გაევლო ტექნიკური დათვალიერება, თუმცა მიუხედავად ამისა, ტექნიკური დათვალიერების ცენტრმა სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა დადებითი ანგარიში. არის შემთხვევები, რომელიც ხდება თანხის შეთავაზება და თანხის მიღებაც, თუმცა გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს, რა დანაშაულებს ჰქონდა ადგილი. ტექნიკურად ეს ცენტრები გამართულია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ანგარებას აქვს ადგილი. არის შემთხვევები, როცა სხვა ცენტრებთან კონკურენციიდან გამომდინარე ცდილობენ, რომ მეტი კლიენტი მოიზიდონ. შესაბამისად, უფრო ამარტივებენ პროცედურებს. ველოდებით ექსპერტიზებს და გამოძიება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება“, - ამბობს გამომძიებელი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე.
2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ. ან მეტია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი. თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებგვერდზე pti.ge. მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1484.წყარო