ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს, რომელსაც თავს აფარებს, სასამართლოში უჩივლებს

WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა გადაწყვიტა ლონდონში ეკვადორის საელჩოს სასამართლოში უჩივლოს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
ასანჟი, რომელიც უკვე 6 წელია საელჩოში ცხოვრობს, საელჩოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებს.
დიპკორპუსის მიერ დაწესებული წესების თანახამად, ავსტრალიელ პროგრამისტსა და ჟურნალისტს ერთდროულად 3-ზე მეტი სტუმრის მიღება ეკრძალება: თითოეულმა სტუმარმა განაცხადი წინასწარ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა გააკეთოს. გარდა ამისა, ასანჟს არ შეუძლია ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც სხვა სახელმწიფოების პირად საქმეებში ჩარევად შეიძლება შეფასდეს. ასანჟს დაევალა ასევე მოუაროს კატას, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს და დაალაგოს სააბაზანო.
ამასთან, საელჩო ასანჟის კვების და სამედიცინო მომსახურებისა ხარჯებს აღარ გადაიხდის და ის მხოლოდ კომუნალურ გადასახედებს უზრუნველყოფს. WikiLeaks-ის დამფუძნებელს ინტერნეტში შესვლა საკუთარი მოწყობილობებით შეუძლია.
ახალი წესების თანახმად, ასანჟმა და მისმა სტუმრებმა სისუფთავე და ჰიგიენა თავად უნდა დაიცვას. კერძოდ, ასანჟმა თავად უნდა მოუაროს თავის კატას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თავშესაფარს გადასცემენ.
6 ოქტომბერს ეკვადორმა ჯულიან ასანჟს თავშესაფრის სტატუსი გაუხანგრძლივა.
ასანჟმა ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს თავი 2012 წელს შეაფარა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შვედეთისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც WikiLeaks და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების თაობაზეც.
ასანჟი შიშობს, რომ მას აშშ-ს გადასცემენ, სადაც მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. თუმცა, ვაშინგტონს მისი ექსტრადიცია არასდროს მოუთხოვია.
WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა გადაწყვიტა ლონდონში ეკვადორის საელჩოს სასამართლოში უჩივლოს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.ასანჟი, რომელიც უკვე 6 წელია საელჩოში ცხოვრობს, საელჩოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებს.
დიპკორპუსის მიერ დაწესებული წესების თანახამად, ავსტრალიელ პროგრამისტსა და ჟურნალისტს ერთდროულად 3-ზე მეტი სტუმრის მიღება ეკრძალება: თითოეულმა სტუმარმა განაცხადი წინასწარ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა გააკეთოს. გარდა ამისა, ასანჟს არ შეუძლია ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც სხვა სახელმწიფოების პირად საქმეებში ჩარევად შეიძლება შეფასდეს. ასანჟს დაევალა ასევე მოუაროს კატას, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს და დაალაგოს სააბაზანო.
ამასთან, საელჩო ასანჟის კვების და სამედიცინო მომსახურებისა ხარჯებს აღარ გადაიხდის და ის მხოლოდ კომუნალურ გადასახედებს უზრუნველყოფს. WikiLeaks-ის დამფუძნებელს ინტერნეტში შესვლა საკუთარი მოწყობილობებით შეუძლია.
ახალი წესების თანახმად, ასანჟმა და მისმა სტუმრებმა სისუფთავე და ჰიგიენა თავად უნდა დაიცვას. კერძოდ, ასანჟმა თავად უნდა მოუაროს თავის კატას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თავშესაფარს გადასცემენ.
6 ოქტომბერს ეკვადორმა ჯულიან ასანჟს თავშესაფრის სტატუსი გაუხანგრძლივა.
ასანჟმა ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს თავი 2012 წელს შეაფარა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შვედეთისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც WikiLeaks და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების თაობაზეც.
ასანჟი შიშობს, რომ მას აშშ-ს გადასცემენ, სადაც მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. თუმცა, ვაშინგტონს მისი ექსტრადიცია არასდროს მოუთხოვია.წყარო