Header Ads

რა­ტომ იყო რა­ი­ან სმი­ტის გე­ნე­ტი­კუ­რი კვა­ლი მი­სი­ვე უკა­ნა ტან­ში? ეს ნიშ­ნავს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი არ არის ნამ­დვი­ლი და მი­ნი­მუმ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია

კობაური

პრო­კუ­რა­ტუ­რა მალ­ხაზ კო­ბა­ურს ამ დრო­ი­სათ­ვის ლორა სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას არ ედა­ვე­ბა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, პრო­კუ­რორ­მა და­ვით ყა­ზა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

„ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ლორა სმი­ტის უკა­ნა ტან­ში აღ­მოჩ­ნდა კო­ბა­უ­რის სპერ­მა, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის საქ­მე­ში, თუმ­ცა გვჭირ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მელ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და ახლო მო­მა­ვალ­ში შე­დე­გიც იქ­ნე­ბა. ის თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლორა სმი­ტი, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, ვი­თა­რე­ბე­ბი დად­გე­ნი­ლია და ამის თა­ო­ბა­ზე მალე გე­ცო­დი­ნე­ბათ პა­სუ­ხე­ბი.

ჯერ­ჯე­რო­ბით მალ­ხაზ კო­ბა­ურს ლორა სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში არ ვე­და­ვე­ბით. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ­სე­ბობს, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ეს სპერ­მა ლორა სმი­ტის სხე­ულ­ში. გარ­დაც­ვლილს ეტყო­ბო­და ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი. გან­ვმარ­ტავ, რომ ამ საქ­მე­ში გარ­და მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი­სა, სხვა პი­როვ­ნე­ბა არ იკ­ვე­თე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა ლორა სმი­ტის ნა­წილს, ბრალ­დე­ბა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კვლავ პირ­ვან­დე­ლია, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მალ­ხაზ კო­ბა­ურს არ ჩა­უ­დე­ნია და­ნა­შა­უ­ლი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­ჭი­როა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა“, გა­ნა­ცხა­და და­ვით ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს გა­მო­ძი­ე­ბა ედა­ვე­ბა რა­ი­ან სმი­ტის და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბას. ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ლორა სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს.

კი­თხვა­ზე: თუ რო­გორ იპო­ვა ბრალ­დე­ბულ­მა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის გვა­მი გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე, გი­პა­სუ­ხებთ, რომ თა­ვად გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­ა­ვა­ლა, რომ მო­ე­ძებ­ნა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც კო­ბა­ურ­მა მი­უ­თი­თა, რომ გან­ხორ­ცი­ელ­და და­ნა­შა­უ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად მან მო­ი­ძია გვა­მე­ბი.

გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და კი­თხვა­ზე: თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ლორა სმი­ტის უკა­ნა ტან­ში კო­ბა­უ­რის გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი, მე ასე­თი კი­თხვა მექ­ნე­ბა სა­პა­სუ­ხოდ, რომ რა­ტომ იყო რა­ი­ან სმი­ტის გე­ნე­ტი­კუ­რი კვა­ლი მი­სი­ვე უკა­ნა ტან­ში? ეს ნიშ­ნავს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი არ არის ნამ­დვი­ლი და მი­ნი­მუმ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. შე­ე­შა­ლა ექ­სპე­ტი­ზას ან ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და. აქ არის სხვა ექ­სპერ­ტი­ზაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და არ დას­ტურ­დე­ბა, რომ იყო ძა­ლა­დო­ბა ან გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ჩვენ არ გვე­და­ვე­ბი­ან ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას, ჩვენ გვე­და­ვე­ბი­ან ბავ­შვის და კა­ცის მკვლე­ლო­ბას გა­ნა­ცხა­და ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, მე-2 ნა­წი­ლის „ბ“, მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის და ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

19 წლის მწყემსს ხა­დას ხე­ო­ბა­ში ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმრი­სა და მათი 4 წლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.