Header Ads

დადგინდა, შეუძლია თუ არა მშობელს შვილის გაკვეთილებზე დასწრება

სკოლა

„საჯარო სკოლაში საგაკვეთილო საათების დროს სკოლის შენობაში შესვლა დაშვებული არ არის, შემიძლია თუ არა როგორც მშობელი დავესწრო შვილის გაკვეთილებს და რა არის ამისთვის საჭირო?“, - ამ საკითხზე edu.aris.ge წერს.

როგორც აღმოჩნდა, მშობლის ან მეურვის გაკვეთილებზე დასწრების საკითხი ცენტრალიზებულად რეგულირებული არ არის, თუმცა აკრძალვა არ არსებობს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ მშობელს აქვს უფლება მოითხოვოს გაკვეთილზე დასწრება.

„ეს სკოლის შინა განაწესით უნდა იყოს გაწერილი და რეგულირებული, რადგან არ არის ეროვნული სასწავლო გეგმით, ანუ ცენტრალიზებულად გაწერილი საკითხი. ისიც შეიძლება, რომ შინაგანაწესით არ იყოს დაშვებული ამ ფორმით გაკვეთილზე დასწრება და მშობელთან ურთიერთობა სხვა ფორმით იყოს გაწერილი: მაგალითად, მშობლის დღე, მშობელთა კრება, პერსონალური ურთიერთობა მშობელთან, როგორც პირადი, ასევე ონლაინ და ა.შ. დასწრება უფრო სკოლის ადმინისტრაციასთან პირადი შეთანხმებისა და მოლაპარაკების საგანია, ის ძალით ვერ შეიჭრება გაკვეთილზე. ნებისმიერი კლასის შემთხვევაში ერთნაირად, შეთანხმების გზით ხდება, განცხადების დაწერა, ან რაიმე ფორმალობა საჭიროებას არ წარმოადგენს“,- განმარტეს სამინისტროში.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.