Header Ads

დიდ ბრიტანეთში კაცი მოხუცებს კეტჩუპის გამოყენებით ძარცვავდა

კეტჩუპი

დიდ ბრიტანეთში დააკავეს კაცი, რომელიც მოხუცებს კეტჩუპის გამოყენებით ძარცვავდა. პოლიციის ცნობით, წარმოშობით რუმინელი ტიტუს ჯალია ხანდაზმულ ხალხს ბანკთან ხვდებოდა, მათ შეუჩნევლად კეტჩუპს ასხამდა და შემდეგ ეუბნებოდა, რომ მათ სისხლი სდიოდათ. ტიტუსი მოხუცების დაბნეულობით სარგებლობდა და მათ ძარცვავდა.. ინფორმაციას გამოცემა Metro UK ავრცელებს.

დაკავებულმა აღიარა, რომ ამ მეთოდით 7 მოხუცი გაძარცვა. სასამართლომ ბრალდებულს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტიტუს ჯალიას დიდი ბრიტანეთიდან სასჯელის მოსახდელად რუმინეთში გაამგზავრებენ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.