Header Ads

კობახიძემ ბაქრაძის განცხადებას ჰააგის შესახებ ტყუილი უწოდა

ირაკლი კობახიძე

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის საპასუხო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  გააკეთა. 

„არავის მოგვწონს ის, როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო კამპანიას. ეს კამპანია მიმდინარეობს მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, ეს ხელს ნამდვილად არ შეუწყობს პოლიტიკური საარჩევნო კულტურის განვითარებას. საპირისპირო მაგალითს იძლევა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წარმართა მთელი ეს კამპანია ევროპულ სტილში. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კობახიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მას სალომე ზურაბიშვილის წიგნი, რომელზეც ევროპული საქართველო განცხადებას ავრცელებს, წაკითხული არ აქვს. თუმცა, მისივე განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა ბოლო განმარტებები და ხელისუფლების პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა.

ოპოზიციის მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის პერსონის დისკრედიტაცია მოახდინონ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ ეთნოწმენდის და ოკუპაციის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე რუსეთმა წარადგინა საპასუხო სარჩელი, რომელშიც ერთ-ერთ არგუმენტად იყენებს ციტატებს სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან შესაბამისი ამონაწერი წარადგინა. ბაქრაძის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები არის საშიში და ზიანის მომტანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის საპასუხო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  გააკეთა. 

„არავის მოგვწონს ის, როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო კამპანიას. ეს კამპანია მიმდინარეობს მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, ეს ხელს ნამდვილად არ შეუწყობს პოლიტიკური საარჩევნო კულტურის განვითარებას. საპირისპირო მაგალითს იძლევა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წარმართა მთელი ეს კამპანია ევროპულ სტილში. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კობახიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მას სალომე ზურაბიშვილის წიგნი, რომელზეც ევროპული საქართველო განცხადებას ავრცელებს, წაკითხული არ აქვს. თუმცა, მისივე განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა ბოლო განმარტებები და ხელისუფლების პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა.

ოპოზიციის მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის პერსონის დისკრედიტაცია მოახდინონ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ ეთნოწმენდის და ოკუპაციის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე რუსეთმა წარადგინა საპასუხო სარჩელი, რომელშიც ერთ-ერთ არგუმენტად იყენებს ციტატებს სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან შესაბამისი ამონაწერი წარადგინა. ბაქრაძის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები არის საშიში და ზიანის მომტანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.