რა სარგებლობა მოაქვს ორპროცენტიანი რეიტინგის მქონე საზმაუს? ჩინ#@ვს რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე ფეისბუკის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
ძალიან მაგარი პროგრამა გაუშვა მოქმედებაში myvideo.ge-მ. მომენტალურად აღრიცხავს ადამიანების ტელეეკრანზე გამოჩენის სტატისტიკას. ყველაფერია: რომელ არხზე გამოჩნდი, რა დროს გამოჩნდი, თვეში, კვირაში, დღეში რამდენჯერ გამოჩნდი. ბოლოს პერსონების რეიტინგიც დგება. აღმოჩნდა, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში მხოლოდ ერთხელ გამოაჩინეს ჩემი სახე. ალბათ ისიც ნეგატიურად:)))
თითქოს ოპზიცია არც კი არსებობს პარლამენტში.
მომავალ წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით ეზრდება და 58 მილიონ ლარს მიაღწევს. არ ეზრდება პენსია არცერთი თეთრით 125 ათას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. 20 ლარითაც რომ მოემატოს, ამას 30 მილიონი ლარი ეყოფა.
რა სარგებლობა მოაქვს ორპროცენტიანი რეიტინგის მქონე საზმაუს?
ჩინჩლავს!
ბიუჯეტს:(((