Header Ads

Facebook LIVE-ი ახალ დიზაინს ტესტავს

Facebook LIVE

Facebook-ი მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს უმზადებს. მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი LIVE-ის ახალ დიზაინს ტესტავს. ამის შესახებ Twitter-ზე ჯეინ ვონგის გვერდზე ვკითხულობთ

როგორც ირკვევა სიახლე მხოლოდ ახალი დიზაინი იქნება და სერვისის ამ ნაწილში სხვა განახლებები მოსალოდნელი არ არის. 

რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ Facebook მესენჯერი Dark Mode რეჟიმს ტესტავს. შავი ფონი მესენჯერისა და LIVE-ის განყოფილებაში სავარაუდოდ ერთად გამოჩნდება. 

მარკ ცუკერბერგმა ჯერ კიდევ მაისში დაანონსა, რომ  Facebook Live-ში ხელოვნურ ინტელექტს განავითარებდა. ცნობილია, რომ Facebook Live-ის საშუალებით ხშირად არასათანადო მასალის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება საათობით გრძელდება. მათზე რეაგირება კი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ ხდება. 

Facebook is testing a New Look for Live pic.twitter.com/0XW5ixS01e

— Jane Manchun Wong (@wongmjane) October 17, 2018წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.